|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ნიკეა-ავანგარდის შემოვლით გზაზე სამუშაოები განახლდა

ქუთაისში, ნიკეა-თაბუკაშვილი-ავანგარდის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია განახლდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "Georgian Build" ასრულებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი დაოშვილი განმარტავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ოთხ თვეში დასრულდება.

"დაიწყო სამუშაოები და აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე გზის გაწმენდა მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ იმას, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ნაწილი შესრულებულია და გავაგრძელებთ, ნაწილს დავიწყებთ. ოთხთვიანი ხელშეკრულებაა და ამ დროში დასრულდება", -აცხადებს გიორგი დაოშვილი. 

მას შემდეგ, რაც მერიის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტა, აღნიშნულ გზაზე ზედამხედველობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრა. 

დეპარტამენტმა ტენდერი აგვისტოში გამოაცხადა. 

3 995 262 ლარიან ტენდერში  "Georgian Build" -მა 3 425 000 ლარად გაიმარჯვა და  სამ კომპანიას ყველაზე მცირე თანხით მოუგო. კომპანიას ამ დრომდე ქუთაისში არცერთი პროექტი განუხორციელებია. 

რაც შეეხება გზაზე შეწყვეტილ სამუშაოებს, მერიამ ამხანაგობა "მშენებელს" სასამართლოში უჩივლა.

მერიის ინფორმაციით, სასამართლოში სარჩელი შეტანილია, თუმცა როდის ჩაინიშნება სხდომა, უცნობია. მერიამ კომპანიისგან  1 954 085 ლარის გადახდა მოითხოვა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა