|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ორი სკვერი ეწყობა

ქუთაისში ინტენსიურად მიმდინარეობს სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ნიკეას ქუჩაზე, ორ სკვერში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

ნიკეას ქუჩის#72 -ის მიმდებარე სკვერში დაიგება ბეტონის დეკორატიული ქვაფენილი, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები და ურნები, დაირგვება დეკორატიული მცენარეები და გაკეთდება ღობე. სამუშაოებს შპს „არადანი“ ასრულებს.

სკვერის მოწყობისთვის 155 330 ლარი დაიხარჯება და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

სკვერი კეთდება ნიკეას ქუჩის #44-ის მიმდებარე ტერიტორიაზეც. აქაც მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, გაზონები, განათების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები.

სკვერის კეთილმოწყობისთვის 134 496 ლარია განსაზღვრული, სამუშაოებს შპს „მშენებელი 2017“ ასრულებს და ივლისში უნდა დასრულდეს.

„ნიკეას ქუჩა საკმაოდ დიდი დასახლებაა. ამ უბანში ახალი სკვერი კარგა ხანია არ გაკეთებულა და ახლა, ერთდროულად ორ სკვერში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ უბნის მაცხოვრებლებს სულ მალე ექნებათ თანამედროვე, კეთილმოწყობილი სარეკრეაციო ზონები“ - აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

ქუთაისში, 5 მაისის შემდეგ, მუშაობა ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე განახლდა

ავტორი: ნიუპრესი