|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხეების მოჭრის ფაქტს ქალაქის მერია გამოეხმაურა

ქუთაისში ნიკეაზე ხეების მოჭრის ფაქტს ადგილობრივი თვითმმართველობა გამოეხმაურა. როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ კერძო მესაკუთრეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია არ აქვს, სამსახური მიიღებს შესაბამის ზომებს და კერძო მესაკუთრის დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

"ნიკეას ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ საკუთარ ტერიტორიაზე  5 კედარის ხე მოჭრა. ხეების მოჭრისათვის  მესაკუთრეს მერიიდან ნებართვა არ მიუღია. მეტიც, მას მიეცა რეკომენდაცია, მწვანე ნარგავების შენარჩუნების შესახებ. დღეს ადგილზე გავიდა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც შეისწავლის არსებულ ვითარებას და თუ კერძო მესაკუთრეს ყველა საჭირო საბუთი მოწესრიგებული არ აქვს, სამსახური მიიღებს შესაბამის ზომებს და მიმართავს სასამართლოს დაჯარიმების მოთხოვნით. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების განცხადებებს, რომ ეს ტერიტორია სკვერია, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ტერიტორია სკვერი არასდროს ყოფილა. სკვერები არ სხვისდება,- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა