|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ოცნების" წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ბოქლომი დაადეს [PHOTO]

სადაც ოპოზიცია გამოჩნდება ყველგან მივალთ და ბოქლომს დავადებთ - აცხადებენ "ქართული ოცნების წარმომადგენლები. მათ ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისის კარზე ბოქლომი დაადეს.

ხმაური მოყვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოსვლას, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა მათ შეძახილებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია სამართალდამცველების მიერ განმუხტულია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები ამ დრომდე რჩებიან.

 მათ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისისთვის კვერცხების და ცოცხების სროლის შემდეგ, ოფისის კარზე შეურაცხმყოფელი ტექსტები დაწერეს.

აქციის მონაწილეები ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდცველები.

შეგახსნეებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან "ქართული ოცნების" მხარდმჭერები მივიდნენ, მათ შორის იყვნენ მერიის და ააიპის თანამშრომლები.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა