|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოპერირებას "შმაქსი" იწყებს

ქუთაისში ოპერირებას ტაქსი "შმაქსი" იწყებს. ამ ეტაპზე ქალაქში მხოლოდ ერთი ავტომობილი იმოძრავებს.

როგორც "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის მხარდამჭერი დათო ჯიშკარიანი აცხადებს, ამით ერთგვარად ქუთაისის მერიას აფრთხილებენ. 

"ქუთაისის მერიას თბილისში არსებული რეგულაციების მსგავსად, რომ  არ მოუნდეს ტაქსზე რეგულაციების შემოღება, ამიტომ გადავწყვიტეთ შმაქსი ქუთაისში იყოს, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ავტომობილი გვეყოლება", -აცხადებს დათო ჯიშკარიანი.

ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ სხვა მსურველებიც გამოჩნდებიან.

"შმაქსი"  თბილისში ტაქსებზე დაწესებული რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.

ავტორი: ნიუპრესი