|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოპოზიციას დიმიტრი მხეიძის ბიუროს დაბოქლომების უფლება არ მისცეს

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაბოქლომება ვერ მოხერხდა. დაპირისპირება მოყვა ქუთაისის მაჟოროტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ბიუროს დაბოქლომობის მცდელობას. საკრებულოს დეპუტატებმა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ოპოზიციის დეპუტატებს ბიუროს დაბოქლომების უფლება არ მისცეს.

მათი თქმით, არ დაუშვებენ "ნაციონალური მოძრაობის" დარუნებას. "მეცოცხეებო ვერ დაბრუნდებით" -აცხადებდნენ ოცნების მხარდამჭერები.

ადგილზე იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე.

მისი თქმით, ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებით სიტუაციის არევას ცდილობს, რის უფლებასაც არ მისცემენ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ბიუროს დაბოქლომება დაანონსდა, მოქალაქეები მერიასთან მივიდნენ, რადგან ოპოზიციისთვის დაბოქლომების უფლება არ მიეცათ.

დაპირისპირების შემდეგ დიმიტრი მხეიძე ოპოზიციის წევრებს კაბინეტში შეხვდა, რის შემდეგაც ოპოზიციამ განაცხადა, რომ ბოქლომს სიმბოლურად მშვიდ სიტუაციაში დაადებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა