|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ოქროს ჩარდახთან" ემზარ ჯინჭარაძის ნატურალური ზომის ბარელიეფი გაკეთდება

 ქუთაისში „სამეფო კომპლექსი ოქროს ჩარდახი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი დირექტორის ემზარ ჯინჭარაძის თითბერიდან ჩამოსხმული ნატურალური ზომის ბარელიეფი განთავსდება. 

 მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში NAT190021578  შპს "ჯორჯიან ტექნოგრუპმა" გაიმარჯვა. კომპანია სამუშაოებს 5 700 ლარად შეასრულებს. 

წინადადებების მიღება 23 ნოემბერს დაიწყო და 26 ნოემბრს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 184 ლარს შეადგენდა.

 ემზარ ჯინჭარაძეს ოქროს ჩარდახის მცველს და მეციხოვნეს ეძახდნენ. მან რთულ წლებში სამეფო კომპლექსი საკუთარი ფიზიკური შრომის ფასად შეინარჩუნა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა