|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოება მიმდინარეობს

ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოების მიზნით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტი ითვალისწინებს მიშენებებს, ასევე შიდა სარემონტო სამუშაოებს და ეზოების კეთილმოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ოთხივე სააღმზრდელო დაწესებულებაში დამატებითი ჯგუფები გაიხსნება.

როგორც ააიპში აცხადებენ, სამუშაოების აუცილებლობა ბავშვთა ნაკადის ზრდამ განაპირობა. სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 1 მილიონ ლარამდეა. თუმცა, ააიპის ხელმძღვანელის განცხადებით, მიშენებები ბაღებში გადატვირთულ ჯგუფებს ვერ განტვირთავს.

მომავლ წელს ქუთასში ახალი ბაღის მშენებლობა არ იგეგმება. ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარია. 

ბაღებში დაგეგმილი სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა, მხარის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად დაათვალიერა.

 

"ბაღებში მიშენებები ბავშვებს ვერ დაიტევს და ჯგუფებს სტანდარტზე ვერ დაიყვანს"

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი