|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ წევრები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას.

"გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ყველა, ვისთვისაც სულერთი არ არის ქუთაისის პოლიტიკური ძარცვა! არ დავუშვათ პარლამენტის შენობის გაყიდვა"-აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციაზე მოძრაობის სამოქმედო გეგმა გაჟღერდა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა აწარმოონ, რომლებიც თავიანთ პროგრამაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ.

აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა