|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, პარლამენტთან აქცია გაიმართა

ქუთისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის წევრებს "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით,  ინიციატივიაში ნათქვამია, რომ იპოთეკით დაზარალებული სახელმწიფომ საცხოვრისის გარეშე არ უნდა დატოვოს.

მათი განცხადებით,  კანონის დამტკიცებამდე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი და შეჩერდეს გამოსახლებები.

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრებიც შეუერთდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი