|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გრძელდება

ქუთაისში, პარლამენტთან სოლიდარობის აქცია მოწოდებით, "არა უსამართლობას" გრძელდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მას შემდეგ, რაც მათ პარლამენტთან მისვლა დაანონსეს, პარლამენტის სხდომა შეწყდა და დეპუტატებმა პარლამენტი დატოვეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია არ დაიშლება და დარჩებიან პარლამენტთან, ვიდრე სამართალს არ მიაღწევენ და არ დაისჯებიან დამნაშავეები.

"არავინაა დაზღვეული ამგავრი უსამართლობისგან, თუ არ დაისაჯენ დამნაშავეები, ამიტომ მოვითხოვთ გადადგეს მთავრობა და დაისაჯონ დამნაშავეები"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პარლამენტთან პოლიცია მობილიზებული.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა