|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პატრული მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

ქუთაისში, რუსთაველისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პატრული ოპელის მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრული პოლიციის ოთხი ეკიპაჟი, სასწრაფო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები.

ფაქტს ადასტურებს შსს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტი ადმინისტრაციული წესით გაფორმდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი