|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის სკვერი გაიხსნა

ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელი მიენიჭა.

 ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი დღეს პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხცადებით, რაჩკევიჩის ბიუსტს პოლონელი მეგობრები დაამზადებენ, რომელსაც სკვერში მაისში განათავსებენ. 

 კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების დელეგაციები ქუთაისში 26 იანვრს ჩამობიდნენ და ხვალ გაემგზავრებიან. მათ იმერეთის ღირსშესანაშნავი ადგილები მოინახულეს. 

შეგახსენებთ, ვლადისლავ რაჩკევიჩი (Władysław Raczkiewicz) 1885 წლის 23 იანვარს ქუთასში, მოსამართლის ოჯახში დაიბადა. როგორც ამბობენ, პოლონელების უბანი ქუთაისში ახლანდელი სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ოჯახი პეტერბურგში დაახლოებით 1900 წელს გადავიდა. 

ავტორი: ნიუპრესი