|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომარ ნიშნიანიძე: "ოპონენტები ჩემს მარგინალიზაციას ცდილობენ, რასაც ვერ ეღირსებიან"

ჩემი პოლიტიკური ოპონენტები, ძირითადად ნაციონალები, არასამთავრობო ორგანიზაციები  ჩემს მარგინალიზაციას ეწევიან–აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე. მისი თქმით, განცხადება ქუთაისში პორტის მშენებლობასთან  დაკავშირებით არასწორად იქნა გაგებული და გავრცელებული.

"ჩემი პოლიტიკური ოპონენტები, ძირითადად ნაციონალები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა განცხადებას ჩემს წინააღმდეგ. როცა მომაწერენ, რომ მე თითქოს ქუთაისთან პორტის აშენების იდეა წამოვაყენე, ისინი ისახავენ მიზნად ჩემს მარგინალიზაციას, რასაც ისინი ვერასოდეს ეღირსებიან. როცა მე პორტი ვახსენე თავის დროზე ტელეეთერით და მერეც, როცა მიწევდა მასზე განმარტებები, ამის რამდენიმე საბაბი გამაჩნდა. უპირველესად მასში მე ვგულისხმობდი და ვგულისხმობ არგონავტების მითს, არგონავტების თავგადასავალს, რომლის შესახებ ევროპული კულტურის კლასიკოსი პიერ კორნელი ამბობდა, რომ ამაზე ცნობილი რამ ანტიკურ სამყაროს არაფერი დაუტოვებია მსოფლიოსათვისო. არგონავტებიდან მოყოლებული ანტიკური წყაროების მიხედვით, მაშინდელი გემები თავისუფლად შემოდიოდნენ რიონში გეგუთ-ვარციხემდე (ძველ ქუთაისამდე - ნ. ბერძენიშვილი) და უფრო ზემოთაც... მეც, ძირითადად, ვგულისხმობდი ტურისტული ინდუსტრიის განვითარების კონტექსტში მსუბუქი ნავებით, კატარღებით და ა. შ. ტურისტული ტურების ორგანიზებას და სწორედ იგი მქონდა და მაქვს მხედველობაში, და ის სპეციალისტების თვალსაზრისით ძალზედ საინტერესო პროექტია"–განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. 
მისი თქმით, ქუთაისთან ახლოს პორტის მშენებლობისა და მდინარე რიონის სანაოსნოდ გამოყენების ეფექტიანობის შესახებ სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა ნიკო ნიკოლაძემ. მის ნაწარმოებში მითითებულია, რომ მდინარე რიონზე საზღვაო გემები 1936 წლამდე რეგულარულად დადიოდნენ სამტრედიამდე.

ნიშნიანიძემ პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მშვიდობის ფონდის'' დამფუძნებლის  გიორგი ტუმასიანის ბრალდებას გამოეხმაურა. ტუმასიანმა ნიშნიანიძე სააკაშვილის სააკოვად ხსენების გამო არმენოფობიაში დაადანაშაულა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა