|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქალი დამ ცივი იარაღით მოკლა

ქუთაისში  60 წელს გადაშორებული ქალი დამ ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. 

ადგილობრივებიის განცხადებით, დები ხშირად ჩხუბობდნენ, მომხდარი ფაქტიც ჩხუბს უკავშირდება.  გარდაცვლილი მეუღლესთან, შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

ავტორი: ნიუპრესი