|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფსიქიურად დაავადებული ძმის ტყვეობიდან ქალი სპეცრაზმმა გაათავისუფლა

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე სამაშველო ოპერაცია განხორციელდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფსიქიურად დაავადებული მამაკაცი ბინაში დასთან ერთად იყო ჩაკეტილი და მას ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.

მომხდარის გამო ოჯახის წევრებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი.

მეოთხე სართულზე ჩაკეტილი და-ძმა რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს.

მეზობლები ამბობენ, რომ ძმას და ოთხი დღე ჰყავდა ჩაკეტილი.

მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 143-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ამ დროისთვის მამაკაცი დაკავებულია. მიმდინაროებს საგამოძოებო მოქმედებები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა