|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქართული დროშის დღე აღნიშნეს

 

ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია და სამხედრო მოსამსახურეებს ქართული დროშის დღე მიულოცა. სახელმწიფო რწმუნებულმა და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ვითარებაში, საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშა აღმართეს.

"გილოცავთ ქართული დროშის დღეს, დროშა არის ჩვენი ერთიანობის, სიძლიერის, გამარჯვებების, თავისუფლების სიმბოლო. დროშა ინახავს როგორც ჩვენ გმირულ და სასახელო წარსულს, ასევე მომავლის ძალას და რწმენას გვაძლევს. თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენ დროშას და გილოცავთ და ვისურვებ, არაერთხელ აღგვემართოს გამარჯვებების დროშა ყველა სფეროში", - განუცხადა ჟურნალისტებს შალამბერიძემ.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა