|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქართული კინოს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გრძელდება

ქუთაისში ქართული კინოს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება არის დაგეგმილი. 
 
ა(ა)იპ „  კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით , საზაფხულო კინოჩვენებების ფარგლებში, ქუთაისის კულტურის ცენტრში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კინოჩვენება მოეწყო.
 
კინოჩვენებას უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საზაფხულო სკოლის სტუდენტები დაესწრნენ. მათთვის მსოფლიო კინემატოგრაფიიდან თემატურად შეირჩა ჩარლი ჩაპლინის ფილმი - „ დიდი ქალაქის ჩირაღდნები“, რომელიც ამერიკის 20-30 იანი წლების პერიოდს ასახავს.
 
ფილმის დასრულების შემდეგ სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა. ა(ა)იპ „ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლის "ჯარისკაცის მამის" ინიციატივით, ქართული კინოს 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისის კულტურის ცენტრსა და შემოქმედებით სახლში კინოჩვენებები ივლისის თვეში პერმანენტულად მიმდინარეობს.
 
აღნიშნული კინოჩვენებების ფარგლებში, გაერთიანების ორგანიზებით რამდენიმე საქველმოქმედო ჩვენებაც მოეწყო მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის. საზაფხულო კინოჩვენებები კულტურის გაერთიანების ორგანიზებით ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.
ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა