|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ოპოზიციის ოფისებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს[VIDEO]

ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაპირისპირება გაგრძელდა. ამჯერად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მივიდნენ ოპოზიციის ოფისებთან მიიჭრნენ.

ოცნების აქტივისტები თავდაპირველად ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ და შემდეგ კი თამარ მეფის ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ოფისთან გადაინაცვლეს. 

 მათ ოპოზიციის ოფისთან  ცოცხები მიიტანეს, შენობას კვერცები დაუშინეს.  "ოცნების" აქტივისტები ოპოზიციის მისამართით  სკანდირებენ. მათ შორის მერიის და აიპების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული, აქტიურობით გამოირჩეოდა მერიის ააიპ "მადლიერების სახლის" ხელმძღვანელი თამთა ბაკურაძე. 

ამ დროისათვის თამარ მეფის ქუჩაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, დაპირისპირება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ "ქართული ოცნების" ოფისის სიმბოლურ დაბოქლომებას მოყვა. თუმცა აღნიშნულ  აქციაში "ნაციონალურ მოძრაობას" მონაწილეობა არ მიუღია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა