|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქვიშიანი წვიმა მოვიდა

ქუთაისში ქვიშიანი წვიმა მოვიდა. წვიმის შედეგები შესამჩნევია ავტომანქანებსა და ქუჩებში. ამ დრომდე ყვითელი რჩება ცის ფერი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის წარმომადგენელმა, დოდო გვაზავამ განაცხადა. „ცის ყვითელი ფერი სამხრეთიდან თბილი ქვიშიანი მასების გადმოტანის შედეგია“.

მისი თქმით, აღნიშნულით მოსახლეობა არ უნდა შეშინდეს.

დოდო გვაზავამ ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა