|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

 ქუთაისში რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას "სოკარ ჯორჯიია გაზი" ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

გაზმომარაგება  22 მაისის 09:00 საათიდან  22 მაისის 18:00 საათამდე  ყაზბეგის, ყაზბეგის ქუჩის 1,3,5-ე შესახვევს, ჭანტურიას, ჩანჩიბაძის, ბაგრატის, დავით და კონსტანტინეს 1 შესახვევს, ცაცხვების და ქეთევან წამებულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეუწყდება.

ასევე 23 მაისის  10:00 საათიდან  23 მაისის 16:00 საათამდე  ლომონოსოვის, ლომონოსოვის ქუჩის 1 და 3 ჩიხს, როძევიჩის ქუჩას, შანიძის აღმართს და თამარ მეფის ქუჩის # 66, 68, 68 ა-ს ქუჩის მაცხოვრებლებს გაზი არ მიეწოდება.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა