ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება
ქუთაისში საგზაო სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. დღეს, 23:00 სთ-ზე, რუსთაველის გამზირის გზის მარჯვენა ზოლზე, კიკვიძის ძეგლიდან, ბარათაშვილის კვეთამდე ავტომობილებით გადაადგილება შეწყდება. ავტომობილები მოძრაობას აღნიშნული მონაკვეთის მარცხენა ზოლზე ორმხრივად შეძლებენ, ხვალიდან კი მოძრაობა 16:00 სთ-ზე აღდგება.
16 აგვისტოს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუხაიძის ქუჩაზე ყინულის მოედნიდან, მდინარე ოღასყურას ხიდამდე ავტომობილებით გადაადგილება შეწყდება. ქუჩის აღნიშნული ნაწილი, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე დაიკეტება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















