|
  • EUR 1 = GEL 3.8267
  • USD 1 = GEL 3.2537
|

ქუთაისის ნაწილს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა

ქუთისში რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდა. როგორც "სოკარ გაზში" ნიუპრესს განუცხადეს, დაზიანება  ცენტრალურ მაგისტრალზე,  ქვიტირში მოხდა.

"ავარია მოხდა მთავარ მაგისტრალზე, ქვიტირში, საიდანაც ქალაქში შემოდის ბუნებრივი აირი. მიმდინარეობს სამუშაოები"- განაცხადეს სოკარ გაზში.

მათივე ინფორმაციით, გათიშულია ქალაქის თითქმის 60%. 

" ვმუშაობთ, რომ ნახევარ საათში  ბენებრივი აირი საავადმყოფოებს, ციხეებს და სტრატეგიულ ობიექტებს მივაწოდოთ,  მერე დავიწყებთ მოსახლეობაში მიწოდების აღდგენას. სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე სრულად ვერ აღდგება, რადგან დიდ მასშტაბზეა საუბარი, თანამშრომლები მთელი იმერეთის მასტაბით გვყავს მობილიზენული "-განაცხადეს კომპანიაში.

 არსებული ინფორმაციით, ავარია დაბალმა ტემპერატურამ გამოიწვია.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.78%
უარყოფითად - 49.51%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.71%
სულ - 103 ხმა