ქუთაისში რეაბილიტაციის პროცესი ერთდროულად 19 სასწავლებელში მიმდინარეობს
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის #38-ე და მე-40 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.
ქუთაისის 38- ე საჯარო სკოლის ყველა სართულზე მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სველი წერტილები წესრიგდება. მე-40 საჯარო სკოლაში კი სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია ტარდება. ასევე მოხდება სახურავის კაპიტალური შეკეთება.
ქუთაისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მთავრობის განკარგულებით ხდება და მასზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციის პროცესი ერთდროულად 19 სასწავლებელში მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა