|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რეაბილიტირებული "თეთრი ხიდი" გაიხსნა

ქუთაისში რეაბილიტირებული "თეთრი ხიდი"  გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის წარმოდგენით  "დოვინ დოვენ დოვლი" გაიხსნა.  

ცისფერყანწელთა და გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით დადგმული წარმოდგენა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც აუდიტორიას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე მიესალმნენ. ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა მერაბი კვიცარიძემ კი თანაქალაქელებს ხიდის გახსნა საკუთარი ლექსით მიულოცა. ღონისძიება ქუთაისის ოპერის გუნდის მიერ შესრულებულმა "ჰიმნი ქუთაისს" დაასრულა. 

"თეთრი ხიდი" დათქმულ დროზე 2 თვის დაგვიანებით გაიხსნა. სამუშაოებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობისათვის კი საბალეტო დასი 6 250 ლარს მიიღებს.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა