|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახების 80-მა პროცენტმა დახმარება ვერ მიიღო"-ირაკლი კიკვაძე

ქუთაისში რეგისტრირებული 2467 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 80-მა პროცენტმა დახმარება ვერ მიიღო - ინფორმაციას "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციამ გაასაჯაროვა. მათი თქმით, მონაცემები ოფიციალური უწყებისგან გამოითხოვეს. 

ორგანიზაციის წევრებმა ყოფილი სამხატვო სკოლის შენობაში შესახლებულებთან ერთად აქცია გამართეს. მოსახლეობის თქმით, პანდემიის პირობებში დაკარგეს შემოსავალი და ხელისუფლებისგან მინიმალური დახმარებაც კი ვერ მიიღეს. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, ერთჯერადი დახმარება ყველა სოციალურად დაუცველზე გაიცეს, რადგან ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხით არსებობს.

"კოვიდპანდემიის შემდეგ ხელისუფლებამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, მაგრამ ნონსენსია ის, რომ რეალურად, დახმარებას ვერ იღებს სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენა. კარგად ვხედვათ, რა პირობებში ცხოვროვენ ეს ადამიანები, ამათ კომუნალურზე არსებული შეღავათიც არ შეხებიათ, რადგან საერთო მრიცხველი აქვთ, ამასთან, ვერც ერთჯერადი დახმარება მიიღეს. მოვითხოვთ, ამ ადამიანებზე გაიცეს დახმარება, მათ დაკარგეს მინიმალური შემოსავალი. ვიცით, რომ პანდემიის გამო ჩაიშალა ღონისძიებები და დაზოგილი თანხით მერიას შეუძლია გაჭირვებულ ადამიანებს 600-600 ლარით დაეხმაროს. ქუთაისში 2467 ოჯახია სოციალური დახმარების მიმღები, მაგრამ 1904-მა ოჯახმა პანდემიის პირობებში დახმარება ვერ მიიღო", - განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

 ქუთაისის მერიაში აღნიშნული განცხადება პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სოციალური ჯგუფისათვის სასურსათო ამანათები დაარიგეს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა