|
  • EUR 1 = GEL 3.7763
  • USD 1 = GEL 3.2117
|

ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა

ქუთაისში რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის დროს დაშავებული მამაკაცი რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავესბული. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კლინიკის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, მას დაზიანება აქვს კიდურებზე და ქირურგიული ჩარევა დაჭირდება.

"შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ტარდება კვლევები. დაზიანებულია კიდურის სხვადასხვა ნაწილი, არის მოტეხილობები და დამწრობა. გაეწია პირველადი დახმარება. არის სტაბილური, პარამეტრები ექვემდებარება მართვას. დაჭირდება ქირურგიული ჩარევა", - განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

შეგახსენებთ, დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.18%
უარყოფითად - 51.82%
მიჭირს პასუხის გაცემა - 10%
სულ - 110 ხმა