|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გამწვანების პროექტი დაიწყო, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, პირველი სკოლისა და ცენტრალური ბაღის მიმდებარედ განახლდა გაზონები და დეკორატიული მცენარეები დაირგო.

გამწვანების პროექტში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ.

ქუჩებში მარადმწვანე მუხის, ირმის რქის, ტუია „სმარაგდას“, დამფენი ღვიას ნერგები პროექტის მონაწილეებმა სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით დარგეს.

 რაც შეეხება პროექტის ღირებულებას,  77 500 ლარს შეადგენს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა