|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან აღდგება

ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან სრულად აღდგება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეუზღუდავად შეძლებენ. ამ დროისთვის რუსთაველზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რაც სამანქანო მოძრაობას ხელს არ შეუშლის.

სამარშუტო ტაქსები დადგენილი სვლა გეზით შეძლებენ გადაადგილებას. 

რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას მოძრაობა დაუბრუნდება ძველ სვლა გეზს, ისევ ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილებას რუსთაველის გამზირიდან შეძლებენ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

გველესიანის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი იქნება, თუმცა, აღნიშნული ქუჩიდან დუმბაძის ქუჩაზე გადაადგილება ქალაქის ცენტრის მიმართულებით აიკრძალება.

დუმბაძის ქუჩაზეც მოძრაობა ძველი სვლა გეზით აღდგება, ცალმხრივი გახდება ცენტრიდან აღმაშენებლის გამზირამდე. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდა, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ნიშნულები.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მლნ ლარზე მეტით დაფინანსდა.

სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  რუსთაველის ქუჩა 2 აპრილიდან გადაიკეტა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა