|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „რუსული კანონის“ საერთო საზოგადოებრივი განხილვა მიმდინარეობს

კი ევროპას, არა რუსულ კანონს! ქუთაისში საერთო საზოგადოებრივი განხილვა მიმდინარეობს. პანელური დისკუსიაში პოლიტოლოგები გია ჯაფარიძე, ლევან ცუცქირიძე, ბეჟან ჯავახია, ლელა ჯეჯელავა, ხათუნა ლაგაზიძე, ბაჩანა შენგელია, სტუდენტი ლუკა ჭოხონელიძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე მონაწილეობენ.

გამარჯვების კოალიციის ფარგლებში განხილვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ესწრებიან.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რაც მათი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მიღებას მოყვება.

მათი თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ  ხელისუფლებამ ეს კანონი მიიღოს.

დღესვე გაიმართება მსვლელობა და ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შეურთდებიან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა