ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 12 იანვრამდე გაგრძელდება
საახალწლო ღონისძიებების პროგრამა უკვე ცნობილია. ქუთაისში ღონისძიებები 12 იანვრის ჩართვლით გაგრძელდება. მერიის ინფორმაცით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება, ასევე მოეწყობა თოვლის ბაბუების და ფიფქიების ფლეშ-მობი,
ანსამბლ ნაი-ნაის კონცერტი „მრავალჟამიერ“. 26 დეკემბერს გამოვლინდებიან წლის საუკეთესო სპორტსმენები.
30–31 დეკემბერს ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში განლაგდება ტენტები, სადაც მოეწყობა ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, სუვენირების და მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვა. აგრეთვე ხალხური რეწვის ნიმუშების (თექა, ბატიკი) გამოფენა-გაყიდვა;
FLORA-WESTLAND-საახალწლო ნაძვის ხეებისა და მცენარეების საშობაო გამოფენა-გაყიდვა.
ქუთაისში არსებული კვების ობიექტები და მწარმოებლები გამოიტანენ თავიანთ პროდუქციას.
31 დეკემბერს ბავშვებისთვის თოჯინების სახლის წარმოდგენა პოპულარული ანიმაციური ფილმებისა და ზღაპრების გმირების მონაწილეობით გაიმართება.
ჩატარდება კონკურსები, გამარჯვებულებს თოვლის ბაბუა გადასცემს საჩუქრებს და გოზინაყით გაუმასპინძლდება.
ასევე ცენტრალურ ბაღში გაიმართება სკეიტბორდისტების საახალწლო საჩვენებელი გამოსვლა. 20:00 საათზე გაიხსნება ზღაპრული ქალაქი. 22:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე გაიმართება გალა კონცერტი, რომელის ფოიერკვერკით დასრულდება.
1–2 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრში ნიღბების თეატრის სპექტაკლი მოეწყობა.
2–4 იანვარს მონპლაზირის თაღთან საახლწლო კინოთეატრი გაიხსნება, სადაც ბავშვებს მულტფილმების ნახვა შეეძლებათ.
3–4 იანვარს საახალწლო წარმოდგენა მოეწყობა, ყინულის მოედანზე. რეაბილიტირებულ უბანში
კონკურსი “კრეატიული ნაძვის ხე” გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
7 იანვარს 12:00 საათზე საშობა მსვლელობა „ალილო“ მერიასთან დაიწყება .
9 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო მოეწყობა.
12 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრში საახალწლო კონცერტი გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი