|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლოდ ფლეშმობი მოეწყობა

ქუთაისში ექსტრემალური სპორტის მოყვარულები საახალწლო ფლეშმობს გამართავენ.  სანახაობას როლერები, სკეიტერები და ველოსიპედისტები მოაწყობენ.  ფლეშმობი ქალაქის მერიამ ნაწილობრივ დააფინანსა , მან ღონისძიებისათვის 1 000 ლარი გამოყო, ამ სპორტის მოყვარულებს კერძო სპონსორებიც გამოუჩნდნენ. 
როგორც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ხელაძე ამბობს, მერიის მიერ დაფინანსებული თანხით ორ სტუმარს თბილისიდან ჩამოიყვანენ. 

"საახალწლოდ სანახაობრივ ფლეშმობს ვგეგმავთ. ქალაქის მერიამ 1000 ლარით დაგვაფინანსა. სავარჯიშო დარბაზი ახალგაზრდულმა ცენტრა დაგვითმო, ახალ წლამდე ინტენსიურად ვვარჯიშობთ. დანარჩენი სპონსორები თვითონ მოვიძიეთ. მერიის მიერ დაფინანსებული თანხით პროფესიონალ სტუმრებს თბილისიდან მოვიწვევთ და გამოგვივა ერთი ძალიან მაგარი და სანახაობრივი ფლეშმობი",- აღნიშნა ხელაძემ.


ფლეშმობის მოწყობის ზუსტი დრო და ადგილი ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ფლეშმობი მერიის წინ მოეწყობა. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა