|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

"ქუთაისში საბავშვო ბაღებს ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება და დღის ბოლომდე სკოლებსაც აღუდგებათ"

 იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი დაზიანება აღმოფხვრილია, საბავშვო ბაღებს გაზის მიწოდება უკვე აღუდგათ, დღის ბოლომდე კი სკოლებსაც მიეწოდება.

"დაზიანება, რომელიც გუშინ მოხდა გაზგამანაწილებელ ქსელში, ფაქტიურად აღმოფხვრილია, გუშინდელი დღიდან დაწყებული უკვე გაზის მიწოდება აღუდგა მოსახლეობის ძირითად ნაწილს, უკვე დღეს მთლიანად აღუდგა საბავშვო ბაღებს და დღის ბოლომდე აღუდგება ყველა სკოლას, რომელსაც არ მიეწოდებოდა აქამდე. ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული, როგორც კომპანიის, ასევე მუნიციპალური სამსახურები, რათა მაქსიმალურად ნაკლებ დროში მომხდარიყო ამ ყველაფრის გამოსწორება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, გაზის მიწოდება შეწყვეტილი იყო დაზიანების გამო და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი არის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები უხვი ნალექის და თოვლის გამო არ იქნება.

"რაც შეეხება გზებზე არსებულ ვითარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ნალექი მოვიდა ამ დღეებში თოვლის სახით, გარკვეული პრობლემები იყო გზებზეც, თუმცა ეს არ იყო ისეთი მასშტაბური, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდა. აქაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ყველა მუნიციპალიტეტი და შესაბამისი სამსახურები", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ავტორი: ნიუპრესი