|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი ადამიანი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

მეზობლების ინფორმაციით, გარადცვლილია ორი მამაკაცი, ოჯახში მყოფი ქალი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 
გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, რადგან ცხედრებს დაზიანება არ აღენიშნება.


გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი