|
  • EUR 1 = GEL 3.4593
  • USD 1 = GEL 3.0624
|

ქუთაისში ქურდობის მცდელობის დროს ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში მომხდარ კრიმინალურ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. "ნიუპრესის" ინფორმაციით, შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. 

ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველმა ძარცვის ფაქტზე რეაგირება დროულად მოახდინეს.

"სახლში არავინ იყო,  როგორც ჩანს ბინაში უცნობი პირების შესვლისას სიგნალიზაცია ჩაირთო და პოლიციაც მოვიდა, ერთი პირი ადგილზე დააკავეს, იყო რამდენიმე გასროლაც", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

 შსს-ს ინფორმაციით, საქმე ქურდობის მცდელობის მუხლით აღიძრა. 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.81%
უარყოფითად - 39.53%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.65%
სულ - 43 ხმა