ქუთაისში საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაბოქლომების მცდელობის საპასუხოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საკრებულოს დეპუტატის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს.
ცოცხებზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, გრიგოლ ვაშაძის და ელენე ხოშტარიას ფოტოები არის დაკრული.
ოპოზიციის და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა