|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამკერვალო კომპანია "ქუთექსის" ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანებას ითხოვენ

ქუთაისში სამკერვალო კომპანია "ქუთექსის"ყოფილმა თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს, ისინი 4 თვის სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ, მათივე თქმით,  კომპანია 8 თვეა დაიხურა და ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნა ამ დრომდე არ დაუკმაყოფილდათ.
 
"ვარ "ქუთექსის"თანამშრონელი, ვითხოვ ჩვენს ნამუშევარს, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაძლევენ, დაიკეტა მოულოდნელად. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მოვითხოვეთ მაგრამ არანაირი შეხმიანება არ ყოფილა. შევიტანეთ უკვე სარჩელი ერთი კვირაა და მოვითხოვთ გადაწყვეტილებას,  ავიღებთ თუ არა ამ თანხას. მეპატრონე არის თურქი და პირადი საუბარი არ გვქონია,  იმიტომ რომ ჩვენთან არ ჩამოდის, ტელეფონს თიშავს, უხეშად რომ ვთქვათ, მოგვიშორა თავიდან", _ამბობს კომპანიის თანამშრონელი შორენა კოჩაძე.
 
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს "ქუთექსის"თანამშრომლებს.  
"მათი მოთხოვნა, დაჩქარდეს მათი სარჩელების განხილვა,  ძალიან სამართლიანია. სარჩელები ხელფასებთან დაკავშირებით უკვე 7თვეა უძრავადაა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში"- განაცხადა  პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ხელმძღვანელმა ირაკლი მხეიძემ. 
 
მისი თქმით, ამ პროცესის პარალელურად მოხდა სხვა საქმის სამ თვეში განხილვა, კომპანია ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს "ქუთექსი", ხელოვნურად ხდება კომპანიის გაკოტრება და ამაში ჩართულია "ქუთექსის" ადმინისტრაცია.
 
 
"ამ პროცესის პარალელურად მოხდა სხვა საქმის განხილვა, რომელზეც უკვე დაწყებულია აღსრულება, კომპანია ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს ქუთექსი, ამაში ჩართულია ადმინისტრაცია და ისინი ცდილობენ არაადეკვატურად იაფად შეიძინონ თავისივე იძულებით აღსრულების დროს იძულებით აუქციონზე თავისივე ქონება და ამ ადამიანების ქონება დარჩეს აღუსრულებელი. ამავე დროს კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად და თქვან, რომ აღარ აქვთ სახელფასო ანაზღაურების შესაძლებლობა,"-აღნიშნავს ირაკლი მხეიძე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა