|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამხატვრო სკოლების 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

 მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერტისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფოიეში „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლისა და ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით: „მშობლიურო ჩემო მიწავ“. ღონისძიება თბილისისა და ქუთაისის სამხატვრო სკოლების დაარსებიდან 60 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. სიმბოლურია, რომ ქუთაისისა და თბილისის სამხატვრო სკოლები 1955 წელსაა დარსებული. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ორმოცზე მეტი ნამუშევარი.
ღონისძიება გახსნა ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა, ქალბატონმა ელისო ქაროსანიძემ. გამოფენას სტუმრობდნენ: ქეთევან ბარნაბიშვილი _ თბილისის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი; ანა კომლაძე _ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი; გუბაზ მეგრელიძე _ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი; რეზო ებრალიძე _ მოქანდაკე; თამარ მინდიაშვილი _ ხელოვნებათმცოდნე, მარიამ ჩორგოლიანი _ ხელოვნებათმცოდნე, სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლის პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის თანამედროვე ხელოვნების ისტორიის მაგისტრი; სოლომონ ნადიმაშვილი - ხელოვნებათმცოდნე, საერთაშორისო რანგის ექსპერტი, მიხეილ ძნელაძე _ ექიმი.
გამოფენის მონაწილეები და სტუმრები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრით.
მსგავსი სახის ღონისძიებები მნიშვნელოვანია სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებითი და ინტელექტუალური დონის განვითარებისა და ურთიერთობის განმტკიცებასათვის.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა