|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა დროშის აღმართვით აღნიშნეს

ევროპის კვირეულს ქუთაისიც შეუერთდა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი ჭავჭავაძის გამზირზე გაიმართა. ღონისძიებით საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა აღინიშნა.

ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ. მათი თქმით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ზვიად შალამბერიძემ ყველა დიპლომატს, რომელთა სწორი შრომაც აახლოებს საქართველოს ევროპულ ოჯახს, მადლობა გადაუხადა. საქართველოს და ევროკავშირის დროშები ჰიმნის თანხლებით აღიმართა.

როგორც დღეს განაცხადეს, "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები თბილისში  14 დეკემბერს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა