|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი დასრულდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის, იმერეთის რეგიონული ტურნირი დასრულდა. ფინალური მატჩები, მინი ფეხბურთსა და 3X3 კალათბურთში გაიმართა.

სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ დააჯილდოვეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონულმა ტურმა სტარტი 19 მარტს აიღო, თამაშები ჩატარდა სპორტის 8 სახეობაში ( მინი ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, გეზმრბენი, მხიარული სტარტები). ასევე, დასრულდა შემეცნებითი სასკოლო ოლიმპიადის იმერეთის ტური.

ერთი თვის განმავლობაში იმერეთის სკოლებიდან ოლიმპიადაში ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. რეგიონული თამაშების ჩემპიონები მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს ზონალურ ტურში, იქ გამარჯვებულები კი მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის 2020-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება, ფინანსური მხარდამჭერი კი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა.

[R]

ავტორი: ნიუპრესი