|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასწრაფოს ცენტრის ხელმძღვანელი და თანამშრომლები დაინფიცირდნენ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ქუთაისის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. მათ შორის არის ცენტრის ხელმძღვანელი მაია რუხაძე. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

ის მკურნალობის კურსს გადის და მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ და მათი რაოდენობა ჯამში 65 აღწევდა.

უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელებს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, თანამშრომელთა ინფიცირების გამო სასწრაფო დახმარების მუშაობა არ შეფერხებულა და ქალაქს სასწრაფო დახმარების 10 ჯგუფი და ოთხი რეანიმობილი ემსახურება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა