|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა არ იციან, ის რადგან აღნიშნულ კორპუსში არ ცხოვრობდა.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ფსიქოტროპული ნივთიერების  ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყო.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება  115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა