|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება

 მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა განაცხადა. ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო პროცესს გაეცნო. 

 „თეგეტა მოტორსის“ ავტოპარკში ყოველის სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ამუშავებენ ავტობუსებს და მიკროავტობუსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება უსაფრთხო იყოს მგზავრებისთვის.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. მკაცრდება კონტროლი საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციების და რეკომენდაციების დაცვაზე. ჩვენი სამსახურები მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ პროცესებს“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

დღესვე, დეზინფექცია ჩაუტარდა იმ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ცხოვრობენ კოვიდინფიცირებული მოქალაქეები.

სადეზინფექციო სამუშაოები ქუთაისში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, კოვიდ-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, გამკაცრდა რეგულაციები და შეზღუდვები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა