|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების გაზრდას ითხოვენ. როგორც აცხადებენ, საწვავზე გაზრდილი ფასის გამო მათი ხარჯები გაორმაგდა. 

შეგახსენებთ, ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაზრდას მძღოლები პირველი მარტიდან აანონსებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმების საფუძველზე სამგზავრო 20 თეთრით უნდა გაძვირებულიყო.

ინფორმაციას ქუთაისის მერიაში უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ გადამზიდებს მგზავრობის არსებული ტარიფების შენარჩუნებას კონკურსის პირობები ავალდებულებდათ და მათ მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ შეეძლოთ.

ჯერჯერობით გაფიცვასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში განცხადებას არ აკეთებენ, როგორც ნიუპრესს განუცხადეს, ადგილზე იმყოფება ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, რომელიც ცდილობს სიტუაციაში გარკვევას. 

გაფიცულებთან  გამოჩნდა საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ ბრეგაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მძღოლებს უცხადებს სოლიდარობას.

მიკროავტობუსები წითელ ხიდთან არის გაჩერებული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

 

 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა