|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილმა მუშაობა დაიწყო.

ამ დროისთვის  რამდენიმე მიკროავტობუსი მუშაობს. მძღოლების განცხადებით, გაზრდილი ტარიფით მუშაობა საცდელად დაიწყო. მათ გაზრდილ ტარიფზე მოქალაქეების პოზიცია აინტერესებთ. 

 ქუთაისის მერიის განცხადებით, " ტარიფის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა. მერიას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია".

მერია მოქალაქეებს მიმართავს, მძღოლების მიერ  გაზრდილი ტარიფის მოთხოვის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს, ნომერზე - 24 26 51. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორი დღეა პარალიზებულია. მძღოლები ტარიფის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

ავტორი: ნიუპრესი