|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება?

საწვავის საფასურის გაზრდის გამო, მოქალაქეები შიშობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება გაიზრდება. მათი თქმით, გაზრდილი ტარიფი მათ ბიუჯეტზე ცუდად აისახება. მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ მერიაში და აღნიშნავენ, რომ ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება.

როგორც მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა "ნიუპრესს" განუცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს და  უახლოეს მომავალში ტარიფის გაზრდა არ მოხდება.

ამ დროისათვის ქუთაისში მგზავრობის საფასური ავტობუსებსა და მიკრო ავტობუსებში 30-დან 50 თეთრამდეა.

შეგახსენებთ, საწვავის ტარიფი რამდენიმე თეთრით კიდევ  გაძვირდა და  ვარაუდობენ, რომ  ფასების მატება  გაგრძელდება. 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი