|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "სიყვარულის ხეივანი" გაშენდა

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში "სიყვარულის ხეივანი" გაშენდა. ინიციატივის ავტორმა იზა ვეფხვაძემ მსურველებთან ერთად 50 ძირი ცაცხვი  დარგო. ნერგების დარგვაში მონაწილეობა ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იყო. ღონისძიებაზე  სტუმრები მოწვეულნი იყვნენ, თბილისიდან და  ხარაგაულიდან. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რეზო  ჭეიშვილის, ოტია იოსელიანის, ცისფერყანწელთა ხეივნები არსებობს.

შეგახსენებთ, "სიყვარულის ხეივნის" გაშენების იდეა სოციალურ ქსელში დაწყებული  კამპანიის  „მე შენ მიყვარხარ“ ფარგლებში დაიგეგმა.  ინიციატივის ავტორი ხარაგაულის სახალხო თეატრის დამაარსებელი და დირექტორი იზა ვეფხვაძეა. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა