ქუთაისში სკოლის ფასადის რეაბილიტაციისთვის 117 000 ლარი დაიხარჯა
ქუთაისის მერიის პროექტის ფარგლებში ქუთაისის #17 საჯარო სკოლის ფასადი გარემონტდა. შესრულებული ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და სკოლაში მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერს.
შოთა მურღულიას განცხადებით, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. სკოლის ფასადის რეაბილიტაცია 117 ათასი ლარი დაჯდა, ხოლო პროექტის ფარგლებში წელს ქუთაისში ფასადებისთვის 816 ათასი ლარი იხარჯება.
დღესვე ქუთაისის მერი მე-17 სკოლაში მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც „ბარბარობის“ დღესასწაულს მიეძღვნა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა