|
  • EUR 1 = GEL 3.4817
  • USD 1 = GEL 3.0633
|

ქუთაისში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

ქუთაისში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა.  ნიკეას ქ. #16-ში მდებარე სუპერმარკეტში მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალ ფორმას სთავაზობენ.

 "ვისოლის" გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, ახალი სერვისის გარდა მნიშვნელოვანი ფასდაკლებაცაა გათვალისწინებული.

„დღეს  „სმარტის“ რიგით მე-16 მაღაზია გაიხსნა. ქუთაისში ჩვენი ობიექტის გახსნა დღეს დაკავშირებულია ასევე მომხმარებლისათვის ახალი სერვისის შემოთავაზებასთან. აქ მოსული მომხმარებელი მიიღებს "ვისოლის" თანამშრომლის მომსახურებას, თუმცა გადახდა მოხდება კომფორტულ გარემოში, ლამაზ მაღაზიაში, სადაც დახვდება ექსკლუზიური,  მაღალი ხარისხის პროდუქცია. ვისოლში ჩვენ ვაკეთებთ დამატებით ფასდაკლებას. სმარტი განაგრძობს განვითარებას და ჩვენი გეგმაა, რომ ყოველწლიურად მოვახდინოთ ამ ქსელის განვითარება", -განაცხადა ვასილ ხორავამ. 

მისი თქმით,  მომხმარებელი უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღებას  ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეძლებს.  „სმარტის“  საშუალო ზომის სუპერმარკეტში ყოველდღიური საჭირო პროდუქტების გარდა შესაძლებელია  „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარი, უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმის შეძენა. 

                                             

ქუთაისში  ახლადგახსნილ „სმარტში“ 15-მდე ადამიანი დასაქმდა.

ახალი ფორმატის ობიექტის გაყიდვების წასახალისებლად „ვისოლი“ მომხმარებლებს საწვავზე დამატებით 5 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს. უფრო მეტიც, 20 ლარის ღირებულების საწვავის შეძენისას მათ „სმარტის“ ექსკლუზიური იმპორტის გამაგრილებელი გაზიანი სასმელი „პაშა“ ელით საჩუქრად.                                                                                                            

 

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

კომპანიამ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.

[R]

 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 54.35%
უარყოფითად - 41.3%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.35%
სულ - 46 ხმა