ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მოხდება
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციას მოახდენს. ამ ეტაპზე სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა.
„მიმწოდებელი“ ვალდებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციისათვისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა 60 (სამოცი) ობიექტზე განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
ყველა სახლზე ცალ-ცალკე უნდა შედგეს დეფექტური უწყისი, სადაც აღწერილი იქნება ყველა სახის სამუშაო თავისი მოცულობებით და არსებული მდგომარეობის აღწერით.
პროექტი უნდა შეთანხმდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურთან.
სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს სოციალურად დაუცველი ოჯახების ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების მისამართების ჩამონათვალი.
1.ლესელიძის ქუჩა N98 2. ტყიბულის ქუჩის მე–6 ჩიხი N4 3. ავტომშენებლის ქუჩა 41/45 4. ლავრენტი ავალიანის ქუჩა N17 5. გელათის ქუჩის მეორე ჩიხი N6 6. ნეკრასოვის ქუჩა N5 7. 1 მაისის ქუჩა N4 8. ანტონ კათალიკოსის ქუჩა N46 9. ლეონიძის ქუჩა N27 10. გუგუნავას ქუჩაN15 ბინა 7 პდუ
11. კრილოვის ქუჩა N15 12. მწვანე ყვავილას ქუჩა N21 13. ავალიანის ქუჩა N43 14. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N64 15. ნეკრასოვის ქუჩა N80 16. გრიბოედოვის ქუჩა N14 17. ვაჟა-ფშაველას ქუჩის მერვე შესახვევი N4 18. სოლომონ II-ის ქუჩა N61 19. ხუნდაძის ქუჩა N10 20. პეტრიწის ქუჩის მეოთხე შესახვეი N37
21. პირველი მაისის ქუჩა N16 22. გურამიშვილის ქუჩა N20 23. ანა კალანდაძის ქუჩა N 33 24. განათლების ქუჩა N42 25. ცაცხვების ქუჩის მეორე შესახვევი N10 26. ჭავჭავაძის გამზირი N56 27. ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა N50 კოტეჯი N18 28. კლდიაშვილის ქუჩა მეექვსე შესახვევი N4 29. სადგურის ქუჩა N4 30. ვიქტორ კუპრაძის ქუჩა N42
31. ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევი N47 32. ასლანიკაშვილის ქუჩა N63 33. გელათის ქუჩის მეოთხე შესახვევი N5 34. გაპონოვის ქუჩა N57-59/3 35. მწვანე ყვავილას ქუჩა N84 36. ნიუპორტის ქუჩა N25 37. ახალგაზრდობის გამზირი მე-7-შესახვევი N82 38. დავით აღმაშენებლის გამზირი N85 39. სარაჯიშვილის ქუჩა N25 40. ბესიკის ქუჩის პირველი შესახვევი N22
41. სოლომონ მეორის მეორე ჩიხი N4 42. დავითაშვილი ქუჩა N67 43. თამაზ ნიკიტინის ქუჩა N9 44. წყალტუბოს ქუჩა პირველი შესახვევი N8 45. სულხან–საბას გამზირი N61 46. სერგი მესხის მეორე ჩიხი N16 47. ანტონ კათალიკოსის ქუჩა N13 48. ყაზბეგის ქუჩა № 47 49. ჩანჩიბაძის ქუჩა N33 50. დავით კლდიაშვილის ქუჩა N153
51. ავალიანის ქუჩა N31 52. წმინდა სამების ქუჩა N3 53. შმიდტის ქუჩა N 53 54. ლადო ასათიანის ქუჩა მეშვიდე შესახვევი N34 55. წყაროს ქუჩა N3 56. გურამიშვილის ქუჩა N26 57. თამარ მეფის ქუჩა N53 58. როძევიჩის ქუჩა N2 59. თავისუფლების ქუჩა N110ა 60. ცაცხვების ქუჩა N7
აღნიშნულ პროგრამას ქუთაისის მერია ყოველწლიურად ახორციელებს.
ავტორი: ნიუპრესი